ბულგარეთის "გრაფიტის დედაქალაქი"

როგორ გადაიქცა სოფელი ხელოვნების ღია გალერეად და როგორ გამოცოცხლდა იქაურობა

წყვილი მოტოციკლზე სტარო ჟელეზარეში, კედლის ფონზე პოლიტიკოსების და მულტფილმის გმირების გამოსახულებით

ზემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენები პოლიტიკური პორტრეტები ერთია იმ ასობით ნახატს შორის, რომლებსაც შუა ბულგარეთის ქალაქ პლოვიდივთან, სტარო ჟელეზარეში კედლებსა და სახლებზე იხილავთ.

ხელოვნების ნიმუშები სტარო ჟელეზარეში გმოჩნდა 2015 წელს

სტარო ჟელეზარე

ყოველ ზაფხულს, პოლონელ-ბულგარელი წყვილი - კატარჟინა და ვენცისლავ პირიანკოვები - ტოვებენ პოზნანს (პოლონეთი), სადაც ხელოვნებას ასწავლიან და რამდენიმე სტუდენტთან ერთად მიემგზავრებიან ვენცისლავის ბებია-ბაბუის სამფლობელოში, სტარო ჟელეზარეში.

ხელოვნების პოლონელი სტუდენტი, ტამარა ტარნავსკა კედლის მოხატვისას სტარო ჟელეზარეში. 6 აგვისტო

სტუდენტები ახალ ნამუშევრებს ხატავენ ყოველდღე, დილა-საღამოს: ივლისსა და აგვისტოში რამდენიმე კვირის განმავლობაში.

კატარჟინა ამბობს, რომ ღია ცის ქვეშ ხელოვნების პროექტი "სოფლის აღორძინების მცდელობაა".

ბულგარეთში კომუნისტური წყობილების დაშლის შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობამ დატოვა სტარო ჟელეზარე და ბულგარეთის ქალაქებში ან მის ფარგლებს გარეთ წავიდა.

ვენცისლავი ამბობს, რომ ხელოვნების იდეები, რომლებიც სოფელში კედლებზე გადადის, „მაშინ მოგვდის თავში, განსაკუთრებით საღამოს, როცა ცოტას ვსვამთ“.

ამ სახლზე სტარო ჟელეზარელების პორტრეტებია გამოსახული.

თავიდან ადგილობრივები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი გარე მხატვრობის მიმართ. "საინტერესოა, - ამბობს კატარჟინა, - რომ თავიდან აქ ბოშების თემი უფრო ღიად შეხვდა ამ ხელოვნებას".

მას შემდეგ, რაც ამ უჩვეულო მოხატულობას სახელი გაუვარდა, ტურისტებმა დაიწყეს ჩამოსვლა და ეთნიკური ბულგარელებიც უკეთ განეწყვნენ იდეის მიმართ.

„ახლა სოფლის მცხოვრებნი რიგში დგანან და ელიან თავიანთი სახლის კედლების მოხატვას“, ამბობს კატარჟინა.

ბევრი ნახატი მოიცავს ადგილობრივ არსებებს. ზემოთ გამოსახული ძროხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად იმ სახლის მფლობელს ეკუთვნის, რომელზეც ნამუშევარია დახატული.

ანა კოსიკი კედელთან, რომელიც მან და სხვა პოლონელმა ხელოვნების სტუდენტებმა 2022 წელს დახატეს.

ანა კოსიკი იყო ხელოვნების ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც ეკუთვნის ზემოაღნიშნული კედლის მხატვრობა, რომელიც უკრაინის ომს ეხებოდა. ის ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლების კეთილგანწყობის გამო „შეიყვარა ბულგარეთი“ და მომავალ ზაფხულს დაბრუნდება სტარო ჟელეზარეში, რათა გააგრძელოს გარე ხელოვნების პროექტი.

საზოგადოებრივი ტუალეტი სტარო ჟელეზარეში. კედლებზე ხატია პრინცესა დაიანა და გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ჩამორეცხილი გამოსახულება, ადგილობრივი მცხოვრებლების პორტრეტებთან ერთად.

სოფლის ყველა მცხოვრები არ არის ხელოვნების მოყვარული. ზოგიერთი ნამუშევარი ჩუმად გადაღებეს და ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის, როგორიც არის გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, პორტრეტი, კედლიდან ნაწილობრივ ჩამორეცხეს.

ამ სახლის მეპატრონემ იოსებ სტალინის პორტრეტის მოხატვა ითხოვა. გამოსახულება წითელი საღებავით არის მოთხვრილი. სოფლის მკვიდრი გამოსახულია თხაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა მმართველს ეპაექრება.

კატარჟინას თქმით, ხელოვნების მუდმივად მზარდი ეს პროექტი, როგორც ჩანს, განსაკუთრებულია მსოფლიოში.

ნახატზე გამოსახულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ხელოვნების ორი სტუდენტი, რომლებიც ადგილობრივ კაცს ტრაქტორით მიჰყავს.

სოფელი ახლა შეიტანეს ზოგიერთ ტურისტულმარშრუტში და ზაფხულში ხშირად იხილავთ მოგზაურებს, რომლებიც აქამდე უცნობ სოფელში ჩადიან.

სოფელში ასობით კედელი ჯერ კიდევ მოუხატავია. კატარჟინა ამბობს, რომ პროექტს კონკრეტული საბოლოო მიზანი არ აქვს.

"ჩვენ ვერ ვხედავთ ამბის დასასრულს. საქმე ეხება მხოლოდ პროცესს, ახალ იდეებს", - ამბობს ის.