რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დაამტკიცა რუსეთის განახლებული საზღვაო დოქტრინა. ამ დოქტრინაში განსაზღვრულია ქვეყნის სანაპირო საზღვრები და ნატო და აშშ მოხსენიებულია რუსეთისთვის მთავარ საფრთხეებად.
პუტინმა ბრძანებას ხელი მოაწერა 31 ივლისს, ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფონზე სანკტ-პეტერბურგში, და ბრძანება დაუყოვნებლივ შედის მოქმედებაში.
დოქტრინაში მთავარ საფრთხეებად ჩამოთვლილია ნატოს მოქმედებები და პოტენციური გაფართოება, ავტორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის აქვს ზღვებზე დომინაციის სურვილი, დოკუმენტში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ რამდენიმე სახელმწიფოს პრეტენზია აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან, დოქტრინაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი გეგმავს გააღრმავოს არქტიკის შესწავლა და მინერალების მოპოვება. დოკუმენტში განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის ბოლო დროის ძალისხმევას განავითაროს 5,600 კილომეტრის სიგრძის ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი, არქტიკის სანაპიროს გასწვრივ.
ასევე ნახეთ სავარაუდოდ დრონით შეტევის გამო, სევასტოპოლში გაუქმდა რუსეთის ფლოტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები