ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი ამბობს, რომ 20 წლის ახალგაზრდა კაცი, მირიან კუკავა იმ ღამეს მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მან სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა.
"ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა..." - თქვა ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, ის აღიარებდა თუ არა განზრახ მკვლელობას, ბრალის იმ კვალიფიკაციას, რომელიც მას პროკურატურამ წაუყენა, პასუხის გაცემის დროს მისი ადვოკატი ჩაერთო.
"კვალიფიკაციებში გაცნობიერებული არ არის, პირველად არის სხდომაზე", - თქვა ადვოკატმა.
სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ასევე ნახეთ რატომ მოკლეს ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი - პროკურატურის ვერსია22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.
ასევე ნახეთ ცხვარიჭამიაში ბიჭის მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანი დააკავესგამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალფიკაცია სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.