ცნობილია, ვინ ისხდა იმ ვერტმფრენში, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა

29 ივლისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს დაღუპული ეკიპაჟის წევრები, ექიმები და მაშველები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს გარდაიცვალა. მათი ვინაობა მედიისთვისაც ცნობილია.

სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა. ვერტმფრენის ბორტზე იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია და მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი

ეკიპაჟის წევრები: დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი

მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა

ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.