ცხვარიჭამიაში 20 წლის, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, არის თუ არა დაკავებულთა შორის უშუალოდ ის ადამიანი, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.
ასევე ნახეთ შსს-ს ცნობით, ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლესდაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ, მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვენენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით გასამართლებულ ადამიანს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.