აშშ-ის სენატი თეთრ სახლს მოუწოდებს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის დროშა ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან

აშშ-ის კონგრესის სენატი თეთრ სახლს მოიწოდებს აღიარის რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად. რეზოლუციას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ოთხშაბათს, (თბილისის დროიტ ხუთშაბათს 28 ივლისს) იტყობინება The New York Times.

ტექსტში სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში მოქმედებების გამო, რომელმაც „აურაცხელი რაოდენობის უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია“.

მსგავსი რეზოლუცია კონგრესს აშშ-ის პარლამენტის ქვედა პალატამაც წარუდგინა. The New York Times -ის თანახმად, მოელიან რომ მას მხარს დაუჭერს პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიულ პარტიაში.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატის კომიტეტი თანახმაა რუსეთი გამოცხადდეს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად

თუმცა, კონგრესმენები და სენატორები ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ, ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს, რომელიც აშშ-ში საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციებს ასრულებს.

ამჟამად ტეროტრიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში აშშ-ს ოთხი სახელმწიფო ჰყავს შეყვანილი: სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა. სიაში შეყვანა ნიშნავს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის თითქმის სრულ შეწყვეტას და მათ წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას.

კონგრესის ორივე პალატას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარების მოთხოვნით უკრაინის რადამ მიმართა. მსოფლიო თანამეგობრობას ამის აღიარებისკენ ყოველდღიურად მოუწოდებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი და საგარეო საქმეთა მინსიტრი დმიტრო კულება.