პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ეხმაურება პარტიის მხარდამჭერთა იმ ჯგუფის განცხადებებს, რომლებიც მეტი აქტიურობის საჭიროებას ხედავენ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
მელია წერს, რომ „ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი“. ის ამ მოწოდებებს „განზრახ მავნებლებად“ მიიჩნევს, იმ ნაწილს კი ვინც სააკაშვილის მდგომარეობით გულწრფელად შეწუხებულია მოუწოდებს "ნუ გახდებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლი“.
„მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს.მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს!“,- წერს ნიკა მელია.
მისი თქმთ, უნდა გაუფრთიხულდნენ ერთიანობას, „რადგან ძალა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ოლიგარქი" კონსოლიდაციაშია. მელიას თქმით, "სწორედ ამიტომ ცდილობენ ეჭვისა და შუღლის თესვას ასე გააფთრებით“
მელიას განცხადებით, არსებობს მცირე ჯფუფი, რომლიც პარტიის მხარდამჭრად აცხადებს თავს „რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში. გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე“.
ამის მიზნად მელია პარტიული რიგებისა და მხარდამჭრთა რაოდენობის შემცირების მცდელობას ასახელებს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უხსნის, რომ მასთან ბრძოლა სააკაშვილთან ბძოლის ტოლფასია.
„პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი! ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს / დამიჯერეთ, თუმცა ეს არცაა დაჯერება - არდაჯერების სფერო, ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება - არავის, არც ერთ თქვენგანს, ბევრი მიზეზის გამო, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მე“, - წერს ნიკა მელია.
პარტია "ნაცილონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მეტად აქტიურ თავმჯდომარეს ისურვებდა, ნონა მამულაშვილია, მან მაისში "პატილტანიუსთან" საუბარში განაცხადა ამის თაობაზე და ისიც აღნიშნა, რომ პარტიას სუსტი სტრატეგია აქვს სააკაშვილის გათავიუსფლებასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით უნდა იაქტიურონ საერთაშორიოს ასპარეზზე.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.
დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ადვოკატი სასჯელის გადავადებაზე კანონის გაფართოებისთვის პარლამენტს მიმართავსმისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.
ასევე ნახეთ პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე ამბობს, რომ სააკაშვილთან შესახვედრად არ შეუშვეს