რუსეთმა ევროპას კიდევ უფრო შეუმცირა გაზის მიწოდება

საილუსტრაციო ფოტო

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა ევროპას კიდევ უფრო შეუმცირა გაზის მიწოდება, რამაც გაზარდა დაძაბულობა იმ ფონზე, როცა კონტინენტის მასშტაბით ქვეყნები ცდილობენ ზამთრის მარაგის ოდენობის შევსებას.

"ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ი მუშაობს სრული დატვირთვის მეხუთედის ოდენობით - აცხადებენ მილსადენის ოპერატორები, მიწოდებული გაზის მოცულობა 27 ივლისს დღის განმავლობაში მცირდებოდა. კრემლი 27 ივლისს აცხადებს, რომ გადაკეტვა შედეგია "ობსტრუქციისა" სარემონტო სამუშაოებში, რომელიც გამოიწვია დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა.

ევროპელი ოფიციალური პირები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შეფერხებებისთვის ტექნიკური მიზეზები არ არსებობს. დასავლეთი რუსეთს ენერგიის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.