ზურაბიშვილი ბიჭვინთის პროცესებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიად აფასებს და გმობს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებს. ამის შესახებ ის ტვიტერის გვერდზე წერს.

იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დუმილი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხთან" ინტერვიუშიც გააკრიტიკა.

ასევე ნახეთ ბიჭვინთა რუსეთს უნდა - რას ნიშნავს ეს? იმოქმედა თუ არა სოხუმის გადაწყვეტილებაზე უკრაინის ომმა

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლბას რეაგირებისკენ სამოქალაქო სეტორმა და პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც მოუწოდეს.

ამ დრომდე საქართველოს მთვარობა ამ საკითხს არ გამოხმაურებია.