მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმდომარის „ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას“ და მოუწოდებს, ერთი მხრივ მმართველ პარტიას, გააუმჯობესოს მედიაგარემო, მეორე მხრივ მოუწოდებს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი”[2] საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები“, -ნათქვამია კოალიციის განცადებაში.
ორგანიზაცია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. Პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართ "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეთიკურ ჟურნალისტიკასთან და აგებული იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებაზე, რომელიც ცნობილია საქართველოს მიმართ დეზინფორმაციული განცხადებებით.
ასევე ნახეთ ეს იყო კლასიკური მაგალითი პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენებისა მედიის მეშვეობით - პაპუაშვილი"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვას „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ. შურაცხმყოფელი და სექსისტური უწოდა - „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”.
კობახიძე გააკრიტიკა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" - პრეზიდენტი კობახიძის ნათქვამს გამოეხმაურაპასუხად, კობახიძე პავლიკა მოროზოვს უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.
ასევე ნახეთ კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე: სიბინძურისგან გაბოროტებულს პირზე დუჟი მოადგა