„ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" - პრეზიდენტი კობახიძის ნათქვამს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.

"ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!"

ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!" - დაწერა „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

ასევე ნახეთ „ქალის სახე დაკარგე... პირი მოიწმინდე“, - ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა