უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანიიდან გაგზავნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემა Gepard-ის პირველი პარტია, რომელშიც სამი ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალა შედის.
"უკვე შემიძლია გაცნობოთ, რომ პირველი სამი Gepard-ი დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. უკვე დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არიან", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრისვე თქმით ივლისის ბოლომდე უკრაინა გერმანიისგან მთლიანობაში 15 ასეთ თვითმავალ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს.
ასევე ნახეთ
Spiegel: გერმანიამ გადაჭრა უკრაინისთვის Gepard-ის დანადგარების საბრძოლო მასალის მიწოდების პრობლემაგერმანიის ფედერალურმა მთავრობამცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა.
"ამრიგად, ჩვენ უკრაინას მივცემთ შესაძლებლობას, დაიცვას მთელი ქალაქი რუსეთის საჰაერო რეიდებისგან", - განაცხადა კანლერმა ოლაფ შოლცმა 16 ივნისს კიევში, ოფიციალური ვიზიტის დროს.
გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის თანამედროვე რადარს, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაუბიცების, ნაღმმტყორცნებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.