„ქართული ოცნების" ანტიდასავლური განცხადებების შესახებ ილაპარაკა „პირველ არხთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიმართ მმართველი პარტიის პოზიციაზე.
„მიდის ანტიდასავლური რიტორიკა, იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როდესაც ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?!" - თქვა ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ „ბიჭვინთის“ შესახებ დაწყებული კამათის გამო ბჟანიამ საზოგადოებასთან შეხვედრა დატოვა20 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონისა და ანა ფოტიგას შესახებ ილაპარაკა. „როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დააზუსტა, რომ მხედველობაში ჰყავს 7-8 ევროპარლამენტარი.
ასევე ნახეთ კობახიძემ ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდა ასევე ნახეთ მარინა კალიურანდი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება: „ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?!"