ლევან ბერძენიშვილის პოდკასტი “წიგნები” რუბრიკით “ქართული” გთავაზობთ საუბარს შესანიშნავ ქართველ მწერალზე, დრამატურგსა და კრიტიკოსზე, საზოგადო მოღვაწესა და კულტურტრეგერზე, აკაკი ბაქრაძეზე. აკაკი ბაქრაძე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ელვარე სახელი იყო, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულეს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო მისი უთამამესი წიგნი “მწერლობის მოთვინიერება”. გადაცემა შეაჯამებს აკაკი ბაქრაძის ღვაწლსა და ვაჟკაცობას.