კრემლმა პირველად დაასახელა უკრაინაში "დასავლეთის" დაჯგუფების სარდალი

უკრაინის ომში რუსეთის ჯარების "დასავლეთის"მეთაურობს გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი სიჩევოი. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ დაჯგუფების ინსპექტირების შესახებ, რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებული შეტყობინებიდან გახდა ცნობილი.

უკრაინის ანექსპირებულ ტერიტორიაზე ჩასულმა შოიგუმ მეთაურს უბრძანა, რათა გაზარდოს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების ეფექტურობა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ასევე აღკვეთოს უკრაინის არტილერიის მხრიდან "გათავისუფლებულ დასახლებებში" საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა.

28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ევროკავშირმა სიჩევის წინააღმდეგ პირადი სანქციები დააწესა.

მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაჯგუფება "ვოსტოკის" (აღმოსავლეთის) დაჯგუფებას სარდლობს გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი, ხოლო "სამხრეთ" და "ცენტრალურ" დაჯგუფებებებს მეთაურობენ გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი და არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი.