დედობა, როგორც არჩევანი

Your browser doesn’t support HTML5

31 წლის სამოქალაქო აქტივისტს, მარი ყანჩაველს დედობა არასოდეს სდომებია - ეს მისი არჩევანია, თუმცა ყოველთვის, როცა ამ თემაზე სიტყვა ჩამოვარდება, ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან, დიალოგი მაშინვე წყდება. თუ საჯარო პოლემიკაში ერთვება, როგორც წესი, ან ცდილობენ დაუმტკიცონ, რომ აზრს შეიცვლის, ან დედობის სიკეთეებზე უყვებიან. მაგრამ მარის შეხედულება უცვლელია. მას სჯერა, ქალს აქვს სრული უფლება, თქვას: მე არ მინდა ვიყო დედა. არ მინდა მყავდეს შვილი.

ამ ვიდეოში მარი ღიად ლაპარაკობს დედობაზე, როგორც არჩევანზე და იმაზე, რა გემართება, თუ გაბედავ და „არას“ იტყვი.