ალან გაგლოევმა ახალგორის „ადმინისტრაციის უფროსად“ ილარიონ გაგიევი დანიშნა

ალან გაგლოევი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "პრეზიდენტმა" ალან გაგლოევმა საკადრო ცვლილებები განახორციელა და ახალგორის რაიონის „ადმინისტრაციის უფროსად“ ილარიონ გაგიევი დანიშნა.

გაგიევს 2019 წელს ე.წ საპარლამნეტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა. მისი კანდიდატურა დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ ჯერ დაარეგისტრირა შემდეგ კი სასამართოს გადაწყვეტილების გარეშე სიიდან ამოიღო საქართველოს მოქალაქეობის „გამოვლენის“ გამო.

მოგვიანებით ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მართლზომიერად ცნო, თუმცა სასამარლომ მხოლოდ რეგისტრაციაზე უარის თქმის პროცედურა განიხილა, მიზეზების დადგენის გარეშე.

რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში მაშინ ილარიონ გაგიევმა თქვა, რომ სასამართლოზე არც ერთი მტკიცებულებ არ წარუდგენიათ, რომელიც დაამტკიცებმა. რომ მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

„პრეზიდენტის“ გადაწყვეტილებით მოხსნეს "სახელმწიფო დაცვის სამსახურის" უფროსი ანდრეი ზახარჩენკო. უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა.

ალან გაგლოევმა ასევ დანიშნა დე ფაქტო მთავრობის დაფინანსებული გამოცემა „ხურზარინის“ რედაქტორი ირინა დამბეგოვა, მან იური გაბარაევი შეცვალა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს „სახელმწიფო ტელერადიოკომპანია" „ირ“-ის გენერალური დირექტორი გიორგი ქელეხსაევი, დროებით მის მოვალოებას დირექტორის მოადგილე ალან ბესტაევი შეასრულებს.