პუტინი და ერდოანი შეხვედრას გამართავენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე

საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 19 ივლისს თეირანში შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე - ამბობს პუტინის მრჩეველი.

პუტინი თეირანში ჩადის ერდოანთან და ირანის პრეზიდენთან, ებრაჰიმ რაისისთან შესახვედრად, მისი ვიზიტი ნაწილია ე.წ. ასტანის ფორმატის მოლაპარაკებებისა სირიის საკითხებზე - განაცხადა კრემლმა გასულ კვირაში.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა 18 ივლისს თქვა, რომ პუტინის ერდოანთან მოლაპარაკება ასევე მოიცავს გეგმას უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკის მოხსნის შესახებ. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უშაკოვის სიტყვებს, რომ განხილული იქნება უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვების საკითხი.

რუსეთი აკონტროლებს შავი ზღვის რამდენიმე პორტს, სხვა პორტები, მათ შორის ოდესაში, მის დაბობმვებს დაექვემდებარა - უკრაინამ კი დანაღმა მის რამდენიმე პორტთან მისასვლელი გზები, მათი რუსეთის შეტევისგან დასაცავად.

როგორც იუწყებიან, შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის, საიმისოდ, რომ მარცვლეულმა პორტებს შორის მოძრაობა დაიწყოს. 20 ივლისს სტამბოლში დანიშნულია რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაეროსა და თურქეთის დიპლომატებთან, შესაძლო შეთანხმებაზე სამსჯელოდ.