გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტურისტია. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს მოხდა.
როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხევიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა.