აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს თავის ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. 16 ივლისს ის არაბული ქვეყნების ლიდერებთან ერთად ითათბირებს რეგიონის სარაკეტო და თავდაცვით შესაძლებლობებზე.
როგორც აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბაიდენი, რომელიც ისრაელიდან ჩავიდა საუდის არაბეთში, შეეცდება ხელი შეუწყოს ისრაელის ინტეგრაციას ახალ დაჯგუფებაში, რომელსაც ამოძრავებს საერთო შეშფოთება ირანისა და მისი მოქმედებების თაობაზე.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წყაროს თანახმად, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის მონაწილეებს ასევე გამოუცხადებს, რომ ვაშინგტონმა 1 მილიარდი დოლარი გამოყო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის დახმარებისთვის სასურსათო პროგრამის სფეროში.
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე გააფრთხილა მთავრობის ოპონენტების მიმართ ძალადობის თაობაზეაშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების ცენტრშია სამიტი სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფოს, ასევე ეგვიპტის, იორდანიისა და ერაყის მონაწილეობით და ის, როგორც ჩანს, ცდილობს, ნაკლები ყურადღება მიანიჭოს 15 ივლისს საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, რასაც კრიტიკა მოჰყვა.
ბაიდენი ცდილობს, ითანამშრომლოს ნავთობის გიგანტ საუდის არაბეთთან, მიუხედავად შეშფოთებისა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.
ასევე ნახეთ ბაიდენი და ლაპიდი პირობას დებენ, რომ არ დაუშვებენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნასსპარსეთის ყურის ქვეყნები დიდწილად უარს ამბობენ დასავლეთის მხარეს დადგომაზე უკრაინაში მიმდინარე ომში და, სხვადასხვა მოსაზრებით, ვაშინგტონისგან მოითხოვენ კონკრეტულ დაპირებებს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით.
როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ეს ქვეყანა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ისინი არ ჩართეს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების განახლება. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო თეირანის მიერ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ირანის მიმართ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.