დღეს, 11 ივლისს 07:36-დან 09:18 საათამდე საქართველოში მოხდა სამი მიწისძვრა. სამივეს ეპიცენტრი დმანისის მახლობლად, სოფელ სამებასთან 9-12 კილომეტრში იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ყველაზე ძლიერი, 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 07:36 საათზე დაფიქსირდა. მას 09:10 საათიდან 8 წუთის განმავლობაში მოჰყვა კიდევ ორი, 4.7 და 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ, არ გავრცელებულა. ბოლო პერიოდში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა თვეში რამდენჯერმე ხდება.