უკრაინულმა ჯარებმა ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის სამხედრო ნაწილი დაბომბეს, განაცხადა 10 ივლისს ხერსონის რაიონული საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა.
"ხერსონში, პესტელის ქუჩაზე, კაფირების სამხედრო ნაწილზე იუველირული იერიში განხორციელდა. ის პირველი მოხვედრის დროს დილის 5 ხუთი საათიდან იწვოდა, შემდეგ ობიექტზე 10 საათზე კვლავ განმეორდა თავდასხმა... თვითმხილველები ნანგრევების ქვეშ მყოფი რუსების ყვირილის შესახებ იუწყებიან", - წერს ხლანი თავის ფეისბუკში.
წინასწარი ინფორმაციით, შეტევა უკრაინელმა სამხედროებმა შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარებიდან განახორციელეს.
რუსული სახელმწიფო მედია საოკუპაციო ხელისუფლებაზე მითითებით აცხადებს, რომ დაბომბვამ, სავარაუდოდ, დააზიანა ხერსონის საქალაქო საავადმყოფო.
ამის დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია არ არსებობს.