როგორ გადაარჩინეს თბილისური ხვეული კიბე

Your browser doesn’t support HTML5

ძმები კაკაბაძეების 7 ნომერში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აშენებული სახლის ეზოში უახლოეს ერთ თვეში დასრულდება უნიკალური ხვეული ხის კიბის რესტავრაცია, რომელზეც თითქმის ერთი წელია „kibe projekt“ მუშაობს.

ქართველი და უცხოელი არქიტექტორები, რესტავრატორები და დიზაინერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თბილისურ ეზოში, ნახევრად ჩამოშლილი კიბის გადასარჩენად გაერთიანდნენ. ასწლოვანი კიბის აღსადგენად 20 ათასამდე ევრო შეაგროვეს, რესტავრაციის ჰონორარზე კი უარი თქვეს.