აქციის, "შინ ევროპისკენ" რამდენიმე ათეული მონაწილე ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენებს. მანამდე ისინი პარლამენტის შენობასთან იყვნენ.
"ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ მოსახლეობას, ვისაც შეეძლო დარჩენა, წამოსულიყო ჩვენთან ერთად... მნიშვნელოვანია, რომ ამ პროტესტს მოჰყვეს შედეგი და იყოს ხალხმრავალი. ვისაც არ შეგიძლიათ ღამის გათენება, გელოდებით დილით", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.
დღეს, 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
დაახლოებით 22:30 საათისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარტია "ქართული ოცნების" ოფისისკენ ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის მოწოდების შემდეგ დაიძრა.
ასევე ნახეთ მშვენიერაძე: 3000 ადამიანი მივიდეთ "ქართული ოცნების" ოფისთან, არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქციითმათ იქ ათეულობით პოლიციელი დახვდა, რომლებსაც "ქართული ოცნების" ოფისისთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული.
ერთ-ერთი გეგმა, რომელიც სახალხო მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა გააცნო აქციის მონაწილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადანაცვლება იყო.
ასევე ნახეთ შოთა დიღმელაშვილი: დილით შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს", დავხვდებით მთავრობასეს იყო მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავდა. აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.