ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ "სირცხცილიას" ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ეხება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათზე სასტიკი თავდასხმა ორგანიზებული იყო, სახელმწიფომ კი 5 ივლისის ძალადობის თავიდან ასარიდებლად საკმარისი ძალისხმევა არ გასწია.
სტრასბურგის სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს დაიცავს.
საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე.
სტრასბურგის სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში ლექსო ლაშქარავაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა5 ივლისს, ჰომოფობიური, მოძალადე, პრორუსული ჯგუფების ორგანიზებული თავდასხმების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა - მათ შორის იყვნენ რადიო თავისუფლების რეპორტიორებიც. მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ბრალი წარდგენოდა აქციის ორ მონაწილეს, ზურაბ მახარაძესა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, გამოძიებას 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არ გამოუვლენია.