მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. რთულია, შეურაცხყოფებს არ გამოეხმაურო – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას. 22 ივნისი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის „ემოციური გამოსვლებისთვის“ და ამბობს, რომ რთული იყო, არ გამოხმაურებოდა შეურაცხყოფას.

„დაიწყეს შეურაცხყოფები, ლანძღვა და ასე შემდეგ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემგან 10-ჯერ მეტი მიიღეს და ასე იქნება ყოველთვის“, - თქვა მან და ოპოზიცია პოლარიზაციის გაღვივებასა და გამძაფრების მცდელობაში დაადანაშაულა.

22 ივნისს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა, სხვებს კი ცინიკური და დამამცირებელი ფრაზებით მიმართა.