პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას უსმენენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა თავისი გამოსვლისას ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. მან პრემიერს ამ სიტყვებით მიმართა: „მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოხსენებისთვის და კიდევ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მილიონობით ჩვენი საზოგადოების წევრი შემოგვიერთდება. მადლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარულისთვის“.
პროცედურის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლას 24 ივნისს გეგმავდა.