რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა 21 ივნისს განაცხადა, რომ კალინინგრადის დაბლოკვაზე რუსეთის პასუხი სერიოზული იქნება და მას იგრძნობს ლიეტუვის მოსახლეობა.
ამასთან პატრუშევმა დასძინა, რომ რუსეთის საზღვრების დაცვა უნდა გაძლიერდეს ახალი საფრთხეების, მათ შორის ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესაძლო შესვლის გათვალისწინებით.
ლიეტუვის რკინიგზამ 17 ივნისს შეწყვიტა კალინინგრადის მიმართულებით რუსეთის ზოგიერთი ისეთი ტვირთის ტრანზიტი, რომელიც ევროკავშირის სანქციებში შევიდა. 10 აგვისტოს შემდეგ შეზღუდვები შეიძლება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასაც შეეხოს.
ასევე ნახეთ ლიეტუვის მიერ ტრანზიტის აკრძალვის გამო, ევროკავშირის ელჩს რუსეთში საგარეო უწყებაში იბარებენ20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიეტუვისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა.
21 ივნისს სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი რუსეთში მარკუს ედერერი. ედერერმა აუხსნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ გრუშკოს, რომ საქმე არ ეხება კალინინგრადის ბლოკადას და რომ „ნორმალურად მუშაობს“ ისეთი ტვირთების გატარება, რომლებზეც არ ვრცელდება ევროკავშირის სანქციები.