საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი პრეზიდენტს "მთავარი არხის" დირექტორის შეწყალების ინიციატივით მიმართავს. დავით ზილფიმიანმა სალომე ზურაბიშვილის ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობაზე პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.
მისი თქმით, ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რა გააკეთა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
"ხელისუფლებამაც, ალბათ, ის არ გააკეთა, რაც უნდა გაკეთებინა. პრეზიდენტს ხომ უკეთ აქვს პულსზე ხელი და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი - არა. იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე ერთი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებაზე - ამას არ სჭირდება შესვლა ჩვენი სასამართლოს ავკარგობაზე. დამატებით გვინდა გამართლება? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე ინტელექტია. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გამოსწორება შეგვიძლია?!" - ამბობს დავით ზილფიმიანი.
სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართეს მედიაკოალიციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც გვარამია დააპატიმრეს, "სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი".
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს ასევე ნახეთ მედიაკოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვსსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებას არ აპირებს.
"პასუხი გაცემულია ამ საკითხზე... არ არის საჭირო, რომ გავიმეორო... მე არავინ მომიწოდებს რეზოლუციით. პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავის შეუძლია მოუწოდოს... რაც უფრო მეტი მოწოდება და ზეწოლაა, ეს არ უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს [ვეტო]... გადაწყვეტილებები, რაც ხვალ იქნება მიღებული, იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო ერთ წელს", - თქვა პრეზიდენტმა 16 ივნისს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მედიასთან საუბრის დროს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე: პასუხი გაცემულიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია