მოსკოვი აპროტესტებს კალინინგრადისკენ მისი გადაზიდვების შეზღუდვას ლიეტუვის მიერ

რუსეთმა 20 ივნისს ვილნიუსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს ახალი შეზღუდვები, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილ რუსულ საქონელს დაუწესდა ლიეტუვის ტერიტორიაზე, რუსეთის კალინინგრადის ექსკლავისკენ.

კრემლი ლიეტუვის ნაბიჯს უწოდებს "უპრეცედენტოს" და "უკანონოს", რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ შეზღუდვები "ღიად მტრული" აქტია და გამოდის წინადადებით, რომ მოსკოვი "ზომებს მიიღებს თავისი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად".

კალინინგრადი, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს ლიეტუვასა და პოლონეთს შორის. ლიეტუვის მესვეურებმა შეზღუდვები 20 ივნისს აამოქმედეს, იმ სადამსჯელო ზომების მხარდასაჭერად, რომლებიც მოჰყვა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას, 24 თებერვალს.

ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთს კალინინგრადში საქონლის გადაზიდვა საზღვაო გზით შეუძლია.