ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი ვიზიტით არის სომხეთში ჩასული.

"ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა", - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.