პრორუსული და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი ტელეკომპანია "ალტ-ინფო", ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას (TV4) თავისი გადაცემების რეტრანსლირებისთვის, თვეში 1000 ლარს უხდის. ამ თანხაშია გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).
"ალტ-ინფო" "ქვემო ქართლის ტელევიზიის" ეთერით ყოველდღე მაუწყებლობს. ეს ნიშნავს, რომ ჰომოფობიური ნარატივების გავრცელების სანაცვლოდ TV4-ის შემოსავალი დღეში 34 ლარამდეა.
"ალტ-ინფო" თავადაც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. სახლის ანტენით მაუწყებლობის უფლებას, თუმცა დამატებით, თავისი მაუწყებლობის რეგიონული ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებაც დაიწყო.
"ალტ-ინფოს" და TV4-ს შორის ექვსთვიანი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 22 აპრილს გაფორმდა. ინფორმაცია ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ გაასაჯაროვა.
ასევე ნახეთ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" მთელ საქართველოში მაუწყებლობის უფლება მისცატელეკომპანია TV4-ის დირექტორმა გიგი მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ალტ-ინფოს" მიერ შეთავაზებული თანხა მცირეა, თუმცა მას საეთერო დროდან ის მონაკვეთი დაუთმეს, როცა რეკლამა არ გადიოდა და არხი შემოსავალს ვერ იღებდა.
"არ ვიცი როგორ მოხვდა ეს ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში. ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა და მისი გაცემა უკანონოდ მოხდა. ხვალ კომისიაში იმსჯელებენ ჩვენს საჩივარზე", - ამბობს გიგი მგალობლიშვილი.
"ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია" ბოლო რამდენიმე წელია მუდმივად იღებს თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მათ შორის, 2022 წელს არხი გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ტენდერებშია გამარჯვებული და მისი წლიური შემოსავალი ამ გზით 113 ათას ლარზე მეტია.
ასევე ნახეთ როგორ შეაყვარო თავი რუსული ტანკით - “ალტ-ინფო” რეგიონში მიდის"["ალტ-ინფოდან"]1000 ლარი თვეში ჩვენთვის ცოტა არ არის, იმ ფონზე, როცა რუსთავის მერიიდან ყოველთვიური დაფინანსება დაახლოებით ოთხი ათასი ლარია", - თქვა გიგი მგალობლიშვილმა.
რამდენიმე თვის წინ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერი შეისწავლა და მიიჩნია, რომ პროგრამები შეიცავდა ომის პროპაგანდის ნიშნებს.
ასევე ნახეთ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა