უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს

"სბერბანკის" სათავო ოფისი მოსკოვში

მსოფლიოს ბანკთაშორისი საფინანსო არხების კავშირი(SWIFT) დღეიდან, 14 ივნისიდან გაუთიშეს რუსეთის უმსხვილეს ბანკს, „სბერბანკ“-ს. ამას ითვალისწინებს, უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ივნისის დასაწყისში დაამტკიცეს.

სანქციების მეექვსე პაკეტში მოექცა და დღეიდან SWIFT-იდან გათიშეს კიდევ ორი რუსული ბანკი, „როსსელხოზბანკ“-ი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი. სამივე მათგანი ირწმუნება, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნებათ.

ასევე ნახეთ ცნობილია, რომელ რუსულ ბანკებს და ტელეარხებს შეეხო ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი

მანამდე, 12 მარტიდან, ფინანსური შეტყობინებების საერთაშორისო სისტემა გაუთიშეს ათამდე რუსულ ბანკს.