საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „დესტრუქციული ძალების“ პატრონად მოიხსენია გარდაცვლილი პიტერ აკერმანი, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი.
„ჩამოიყვანეს ცნობილი ერთ-ერთი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა ღიად და საჯაროდ, რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა, ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პიტერ აკერმანი აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში. იგი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეხვედრას „რევოლუციური გეგმების“ განხილვა უწოდა.
პიტერ აკერმანი, IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი, 2022 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა.