1960-იან წლებში აშენებული სადგური „გოცირიძე“ (ყოფილი „ელექტროდეპო“) დიდუბისა და ნაძალადევის სადგურებს შორისაა. ახლა მას მაღალი სამშენებლო ღობე აკრავს. ღობის მიღმა მუშები ახალი ბაქნისთვის რკინის კონსტრუქციას ამზადებენ. ძველისგან მხოლოდ ბურჯებიღაა შემორჩენილი, სადგურს უკვე აქვს ახალი სახურავი. კარზე შორიდან შესამჩნევი აბრა კიდია, წარწერით - „სადგური არ მუშაობს“.
“მატარებელი გაივლის გაუჩერებლად” - მეტროსადგურ “გოცირიძის” გახსნა გადაიდო
Your browser doesn’t support HTML5
2020 წლის ზაფხულში მეტროს სადგური „გოცირიძე“ მხოლოდ რამდენიმე თვით დაიკეტა, თუმცა მისი გახსნა გადაიდო. სულ მცირე, ორი წლით.