რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინელმა გამომძიებლებმა, ქვეყნის უშიშროების სამსახურთან ერთად, დააფიქსირეს რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული - ომის კანონებისა და წესების დარღვევა (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლი).
უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 ივნისის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სულ 1938 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, აქედან 182 მთლიანად განადგურდა.
უკრაინის ისტორიის დამწვარი სახელმძღვანელო.
რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებული ბახმუტის სკოლა.
მოსწავლე დანგრეული სკოლის ეზოში.
ირგვლივ ყველაფერი დაფარულია აფეთქების შედეგად განადგურებული წიგნებისა და რვეულების ფურცლებით.
ბახმუტის სკოლა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე მთლიანად გარემონტდა.
სკოლის, რომელიც ომამდე განახლდა, უმეტესი ნაწილი განადგურებულია.
მთლიანად განადგურებულია სკოლის სახურავისა და კედლების უმეტესი ნაწილი.
უკრაინის ჰიმნის დაგლეჯილი ფურცელი.
მოსწავლე თავის დანგრეულ სკოლას უყურებს.