რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს Pussy Riot-ის წევრის ანა კუზმინიხის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

Pussy Riot-ის წევრის ანა კუზმინიხი ახლა საქართველოში ცხოვრობს. მას რუსეთის სახელმწიფო დროშის შებღალვაში ედება ბრალი. მარტის ბოლოს კუზმინიხმა თბილისში ანტისაომარ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. აქციაზე დაწვეს ვლადიმირ პუტინის თოჯინა-საფრთხობელა, რომელსაც რუსეთის სამფერა დროშა ჰქონდა შემოხვეული. აქციაში უკრაინული მოძრაობის Femen-ის აქტივისტებიც მონაწილეობდნენ. კუზმინიხი ამბობს, რომ ახლა რუსმა სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს, მისი ოჯახის წევრებზე კი, რომლებიც ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრობენ, ზეწოლას ახდენენ. ბინა გაჩხრიკეს, მამა და უმცროსი და კი დაკითხეს. ამ დღეებში ანას მშობლებმა რუსეთი დატოვეს.