WHO ადასტურებს მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევას, აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხე "საშუალოა"

ყვავილის ვირუსით დაავადებული მაიმუნის კანის ქსოვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ(WHO) დაადასტურა მაიმუნის ყვავილის ვირუსის 780 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 27 ქვეყანაში, იუწყება გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 5 ივნისს.

მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

WHO-ის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ამ დაავადებით შექმნილი საფრთხე "საშუალოა", თუმცა "შესაძლოა გაიზარდოს, თუკი ვირუსი ისარგებლებს საშუალებით, თავი დაიმკვიდროს არაენდემურ ქვეყნებში, როგორც ადამიანებში გავრცელებულმა პათოგენმა".

სააგენტომ დაავადების 207 შემთხვევა აღრიცხა დიდ ბრიტანეთში, 156 - ესპანეთში, 138 -პორტუგალიაში, 58 - კანადაში და 57 - გერმანიაში.

არაენდემურ ქვეყნებში ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ მონაცემები არ არის.

მაიმუნის ყვავილი იწვევს მაღალ ტემპერატურას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, შეციებას, დაღლილობას და გამონაყარს.