რუსეთი: კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო ევროპის მიერ მიწოდებული ჯავშანტექნიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის სამიზნე იყო უკრაინული ჯავშანტექნიკა, რომელიც, მისივე თქმით, განლაგებული იყო კიევის გარეუბანში, „სარემონტო საწარმოს შენობებში“.

„რუსეთის ძალებმა, მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვების რაკეტებით, გაანადგურეს კიევის გარეუბანში T-72 ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აწვდიდნენ“, - თქვა მან.

აპრილის ბოლოდან რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად, 5 ივნისის ღამით კიევი დაიბომბა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსულმა ავიაციამ გაანადგურა უკრაინული იარაღის სამი საცავი; ოდესის თავზე უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოაგდეს. სლავიანსკის დასახლების მიდამოში საჰაერო ბრძოლის დროს გაანადგურეს უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავი MiG-29.