აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა 28 წლის ტიკტოკერს, დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა. ბუავას აქ გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზეა - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახური თვლის, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე გაჩხრეკილია ტიკტოკერის სახლი და აღნიშნულია ის ფაქტი, რომ 2015 წელს რუსეთის ფედერაციაში დაურ ბუავას მიმართ აღძრული იყო საქმე დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვის მუხლით.
რადიო თავისუფლება დაურ ბუავას 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. ამ დროს გადაღებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურს აუხსნას, როგორ არ ფიქრობს საქართველო ომზე და რა შესაძლებლობები არსებობს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
Your browser doesn’t support HTML5