ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა სტუდენტების მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინრეჟიმში ჩატარების შესახებ. განცხადებაში, რომელიც საბჭომ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ „ფინალური გამოცდები არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა".
გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი სასწავლო პროცესების მიღმა არ აღმოჩნდეს, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო თსუ-ის ადმინისტრაციას რეკომენდაციას აძლევს, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თსუ-ის საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) ერთი თვით უფასოდ განთავსება შესთავაზოს.
„ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ-ის ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე თქმით, აკადემიურმა საბჭომ ასევე გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდების ორგანიზება მოხდეს იმგვარად, რომ სტუდენტებმა გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება მარტივად მოახერხონ.
ასევე ნახეთ "ჩვენი უნდა ესმოდეთ" - თსუ-ში სტუდენტების პროტესტი გრძელდებადღეს, 3 ივნისს ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის შენობაში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.