მოტოციკლეტსა და ველოსიპედს შორის შეჯახება მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

31 მაისი. თბილისი. მტკვრის სანაპირო. ფოტო ფეისბუკგვერდი: ჩემი ქალაქი მკლავს

თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდთან მოტოციკლეტსა და ველოსიპედს შორის შეჯახება მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, დაღუპულია მოტოციკლეტის მძღოლი. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოტოციკლეტი ველობილიკზე მოძრაობდა.