ლევან ბერძენიშვილი: ერეკლე არაფერ შუაშია, იმავე გამოსვლაში ბიძინაზე იყო კრიტიკული ნათქვამი

Your browser doesn’t support HTML5

ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეზე ნათქვამ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა - ეს ერთწუთიანი კომენტარი მეფეზე, ერთსაათიანი ვიდეოს ნაწილია, სადაც ლევან ბერძენიშვილი ძირითადად ხელისუფლებაზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ბერძენიშვილი, რომელიც სხვადასხვა გამონათქვამის გამო არაერთხელ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხელისუფლებას დღეს არცთუ ისე ჭკვიანი იდეოლოგები ჰყავს.