ნიკოლოზ წიქარიძე: ასეთი მეთოდებით კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების მართვა წარმოუდგენელია

Your browser doesn’t support HTML5

არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი სამსახურიდან 24 მაისს გაათავისუფლეს - ახლა მან არ იცის, რა ბედი ელის იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებს, რომლებისთვისაც დაფინანსება უკვე მოძიებული აქვს და მიეცემა თუ არა არქეოლოგიური გათხრების უფლება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მინისტრთან შეთანხმების შემდეგ გასცემს.

24 მაისს ნიკოლოზის გარდა მუზეუმიდან სხვა 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მანამდე კი ყველა ის ასაკოვანი მეცნიერი, რომელიც მუზეუმში კონსულტანტის კონტრაქტით იყვნენ დასაქმებულები. ნიკა ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფესიული კავშირის დაარსება გახდა, რომლის თავმჯდომარეც თვითონაა - საუბრობს იმაზეც, რომ მუზეუმში ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანების დევნას და კითხვებს პოლიტიკური გემოვნების შესახებ.