48 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დეივიდ დათუნა. ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ მეგობრები ავრცელებენ სოციალურ ქსელებში. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.
დეივიდ დათუნა სახელოვნებო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წელს, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე 120 000 დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა, რომელიც მაურიციო კატელანის არტისტულ ნამუშევარს წარმოადგენდა.
ასევე ნახეთ ქართველმა ხელოვანმა გამოფენაზე $120-ათასიანი ბანანი შეჭამადეივიდ დათუნას არაერთი ნამუშევარი აქვს სათვალეების ლინზებისგან - ამ მეთოდით დამზადებული ქართული დროშა მან 2014 წელს გადასცა საჩუქრად საქართველოს პრეზიდენტს. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ამავე მეთოდით დამზადებული უკრაინის დროშაა, რომელიც არტისტის ოფიციალურ გვერდზე 2022 წლის 25 თებერვალს არის გამოქვეყნებული.