ჩემი ბებია გულაგიდან - ლიზიკო აბზიანიძის ამბავი

Your browser doesn’t support HTML5

ლიზიკო აბზიანიძე არქიტექტურას სწავლობდა და არქიტექტორობაზე ოცნებობდა. და ალბათ, ოცნებას აიხდენდა კიდეც, რომ არა ის ერთი დღე 1937 წელს, როცა მის მეუღლეს ანდრო კოპაძეს მეგობრის დასმენა მოსთხოვეს... მან უარი უთხრა, რის გამოც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ცოტა ხანში, ლიზიკოსაც, როგორც „ხალხის მტრის“ ცოლს, მრავალწლიანი გადასახლება და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ციხის გამოვლა ელოდა.

როცა წლების შემდეგ, თმაგათეთრებული და ნაადრევად დაბერებული ლიზიკო შინ დაბრუნდა, უკვე გაზრდილმა შვილებმა ძლივს იცნეს. ლიზიკომ თავისი გადასახლების ამბები ხელნაწერ დღიურში შემოინახა.

თავისი რეპრესირებული ბებიის გულაგის დროინდელ ისტორიას დღეს მისი შვილიშვილი ლულუ ისაკაძე გვიამბობს.