გადაცემა “წიგნები” რუბრიკით “ქართული” ყურადღებას ამახვილებს გალაკტიონის 1940 წელს დაწერილ პოემაზე “საუბარი ლირიკის შესახებ”. ეს ის დროა, როცა ლირიკას ალმაცერად უყურებენ, როცა ინდუსტრიაა წინ წამოწეული და გიგანტური საწარმოო თუ სამხედრო გამოწვევების წინაშე ნაზი ლირიკა უადგილოდ გამოიყურება. ბევრმა პოეტმა უკვე აღიარა ლირიკის უსუსურობა და პარტიის წინაშე გადაიარაღდა, ეპოსზე, ან სულაც პროზაზე გადავიდა. გალაკტიონმა კი დაიცვა ლექსი. ეს მისი ომი იყო…