დაწუნებული დღემურა
Your browser doesn’t support HTML5
საბავშვო ავტორების მცდელობა, ბავშვებს არაპათეტიკური ლექსები დაუწერონ, ხშირად აგრესიულ წინააღმდეგობას აწყდება. ვასო გულეურის ლექსიც საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ლიტერატურა გამოგონილ ამბებზე იგება, მშობლების ნაწილს ამ ლექსში „გაუგებარი“ არსება, დღემურა არ მოეწონა.