ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციას“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციის“ შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.

კანონპროექტი აუქმებს სსრკ-ის პერიოდის 1200 აქტს. გარდა ამისა, უკრაინის კანონმდებლობაში აღარ იქნება ნახსენები ტერმინები: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება“; „ლენინური იდეები კომუნისტური საზოგადოების მშენებლობისთვის“ და ა.შ.

უფრო ადრე უმაღლესმა რადამ მიიღო კანონმდებლობა პრორუსული პარტიების უკრაინაში მოღვაწეობის აკრძალვის შესახებ. აკრძალვა პარტიებს შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი მიზნები და პროგრამა მიმართული იქნება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლებისაკენ.