ევროკავშირი რუსეთზე სანქციებით ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროპარლამენტს უკვე წარედგინა სანქციების მეექვსე პაკეტი - 4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს წარუდგინა წინადადება, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის და წლის ბოლომდე - ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა განახლებულ სიაში მოხვდა ათობით მაღალჩინოსანი სამხედრო, მათ შორის, „ბუჩის და მარიუპოლის ჯალათებიც“, პატრიარქი კირილე და არაერთი რუსული, მათ შორის, კომპანია.
სამხედროები
აზატბეკ ომურბეკოვი - რუსი სამხედრო, პოლკოვნიკი, მეთაური რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადისა, რომელიც კლავდა, აუპატიურებდა და აწამებდა მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის ქალაქ ბუჩაში. ამ ბრიგადის ქმედებები აღქმულია როგორც ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
ომურბეკოვს მეტსახელად „ბუჩის ჯალათი“ უწოდეს.
სწორედ ამ ქმედებების გამო, ის და სანქცირებულთა სიაში შესული ყველა პირი პასუხისმგებელია იმ ქმედებების ან პოლიტიკის მხარდაჭერაზე ან განხორციელებაზე, რომელიც „ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ან უკრაინის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.
ასევე ნახეთ პარლამენტარები, მინისტრები, გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები: იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვისანდრეი კურბანოვი - ის არის რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკი. მისი მეთაურობითაც რუსი სამხედროები ხოცავდნენ და აწამებდნენ ბუჩის ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას.
ვიაჩესლავ კლობუკოვი - რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკი. ხელმძღვანელობდა თავისი სამხედრო ნაწილის მოქმედებებს ბუჩაში.
ალექსანდრ ვინსი - ასევე რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკი.
ალექსანდრ შერშნევი - რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკი.
სერგეი ვეტროვი - რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოდპოლკოვნიკი. ასევე ბუჩის სამხედრო მოქმედებების მონაწილე და მეთაური.
რუსლან მიტიაევი - რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოდპოლკოვნიკი.
ანდრეი ერმიშკო - რუსეთის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოდპოლკოვნიკი.
მაქსიმ პლატონენკოვი - რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოდპოლკოვნიკი.
ვლადიმირ მატაფონოვი - რუსეთის ფედერაციის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოდპოლკოვნიკი. ეს ბრიგადა ხოცავდა, აწამებდა და აუპატიურებდა მშვიდობიან მოქალაქეებს ბუჩაში.
ამავე სიაში არიან სამხედროები: დმიტრი ლვოვი, ევგენი ლადიჟენსკი, დმიტრი პახანდრინი, ანატოლი შიპიცინი, დენის დეევი, ოლეგ ბუხვალოვი, დმიტრი სმოლიაგო, ალექსეი ბოლშაკოვი, რომან ნადეჟდინი, ვიქტორ ფილიპოვი, ფაიკ მამედოვი, იგორ ფედოტოვი, გერმან კულემინი, რომან ბურდო, დმიტრი კოზლოვი, ივან კურკინი, ოლგა ხემენოკი და სხვა სამხედროები ამავე ბრიგადიდან.
მიხაილ მიზინცევი - მეტსახელად "მარიუპოლის ჯალათი", გენერალ-პოლკოვნიკი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. მიზინცევი, როგორც მეთაური, მეთვალყურეობდა მარიუპოლის ალყას, სადაც იყენებდნენ იმავე ტაქტიკას, რომელიც რუსული ძალების მიერ ადრე გამოიყენებოდა ალეპოს, სირიის ალყის დროს. მარიუპოლის დაბომბვის ოპერაციასაც ის ხელმძღვანელობდა. მიზინცევს ბრალად ედება განსაკუთრებით ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის ორკესტრირება, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის, მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოსა და თეატრის დაბომბვა, რასაც ასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
პატრიარქი
რუსეთის პატრიარქი კირილე (ვლადიმირ გუნდიაევი) - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მოკავშირე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი.
2022 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართული ქადაგების დროს მან ოფიციალურად დაუჭირა მხარი რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამშვიდობო ოპერაციას და დალოცა უკრაინაში რუსული სამყაროსა და „წმინდა რუსეთისთვის“ მებრძოლი რუსი ჯარისკაცები.
ხოლო 2022 წლის 6 მარტს, სხვა ქადაგების დროს, პატრიარქმა კირილემ ასევე წარმოაჩინა რუსეთის სამხედრო ქმედებები, როგორც „ომი ბოროტების წინააღმდეგ“ და ის უკრაინის სულიერ განწმენდასთან, ე.წ. რელიგიური წმენდის ოპერაციასთან გააიგივა.
კირილე ავრცელებს გზავნილებს, რომ დონბასის ტერიტორია და სხვა უკრაინული ტერიტორიები ეკუთვნის „წმინდა რუსეთს“ და ამიტომ ისინი უნდა განიწმინდოს მტრებისგან.
ოჯახები
მარინა მორდაშოვა -კომპანია Severgroup-ის თავმჯდომარის, ალექსეი მორდაშოვის მეუღლე. გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (BaFin) და გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის (BKA) ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, ალექსეი მორდაშოვმა ტურისტული გიგანტის TUI-ისა და ოქროს კომპანიის Nordgold-ის 1,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქციები გადასცა თავის მეუღლეს, მარინა მორდაშოვას სხვადასხვა ოფშორული კომპანიის მეშვეობით, რომელთა შორისაა Unifirm Limited, Ondero Limited და Ranel Assets Limited.
მარინა მორდაშოვა ასოცირდება იმ პირთან, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.
ელიზავეტა პესკოვა არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, ასევე სანქცირებული დმიტრი პესკოვის ქალიშვილი. ის არის რუსულ-ფრანგული ისტორიული ინიციატივების განვითარების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და საკომუნიკაციო ფირმის დამფუძნებელი. ის წინსვლას მამამისის გავლენებს და კავშირებს უნდა უმადლოდეს. სწორედ მისი წყალობით ცხოვრობდა მდიდრული ცხოვრების წესით.
ნიკოლაი პესკოვი - დმიტრი პესკოვის ვაჟი, რომელიც ასევე სარგებლობს მამის სიმდიდრით და პირდაპირ სარგებელს იღებს მასთან მჭიდრო კავშირით.
ტატიანა ნავკა - დმიტრი პესკოვის ცოლი. ის არის იმ კომპანიებისა და ქონების თანამფლობელი, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.
პოლიტიკოსები
სერგეი სავოსტინოვი - რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი. ის მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატად 2019 წლის 8 სექტემბერს აირჩიეს. დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის უარყოფით და ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საზღვრების აღდგენის ხელშეწყობით, იგი საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში.
ანდრეი ლიპოვი - რუსეთის კომუნიკაციების საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსკომნადზორის“) ხელმძღვანელი.
სწორედ „როსკომნადზორია“ რუსეთში ცენზურის აღსრულებისა და თავისუფალი მედიის რეპრესიის ცენტრალური ინსტრუმენტი. ლიპოვი კი პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც გამოიწვია რუსეთში დამოუკიდებელი მედიის ცენზურა და დახურვა.
მისი ხელმძღვანელობით „როსკომნადზორი“ აქტიურად ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონბასის ე.წ. რესპუბლიკების მხარდაჭერით.
ასევე ნახეთ პუტინის ქალიშვილები, რუსი მილიარდერების გერები, სიდედრი, იარაღის მწარმოებელი ქარხნები - აი, ვინ დაემატა სანქცირებულთა სიასვოლოდიმირ სალდო - ხერსონის საკრებულოს წევრი, ხერსონის „მშვიდობისა და წესრიგის ხსნის კომიტეტის“ წევრი. ხერსონის ყოფილი მერი (2002-2012) და ყოფილი პარლამენტის წევრი (რეგიონების პარტია, 2012-2014). ის მონაწილეობდა მიტინგში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდასაჭერად.
კირილო სტრემუსოვი - ხერსონის ე.წ. მშვიდობისა და წესრიგის ხსნის კომიტეტის პრეზიდენტი. ეს არის რუსეთთან თანამშრომლობის ორგანო, რომლის შექმნაშიც სტრემუსოვი აქტიურად იყო ჩართული.
სერჰიი ჩერევკო - 2022 წლის მარტში, ე.წ. ხსნის კომიტეტის შექმნის აქტიური მონაწილე.
ტატიანა კუზმიჩი - ხერსონის "მშვიდობისა და წესრიგის ხსნის კომიტეტის" წევრი. ხერსონის მერის ყოფილი მოადგილე. სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ნაციონალური საზოგადოების, „რუსიჩის“ პრეზიდენტი.
გალინა დანილჩენკო - ქალაქ მელიტოპოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი. 2022 წლის 4 მარტს მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი რუსულმა ძალებმა გაიტაცეს და მის ნაცვლად დანილჩენკო დანიშნეს. მან რამდენიმე განცხადება გააკეთა თავის ქალაქში რუსეთის ყოფნის მხარდასაჭერად და მოსახლეობას მოუწოდა, წინააღმდეგობა არ გაუწიონ ოკუპანტს.
ასევე ნახეთ სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?კომპანიები
სს „გარნიზონი“ - არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ჰოლდინგი, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ სუბიექტს. იგი ასრულებს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახულ ამოცანებს და იცავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერესებს.
სს „ობოროენერგი“ - ელექტროენერგიის მიმწოდებელი, რომელიც სამთავრობო ხელშეკრულებებით ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას რუსეთის სამხედრო შენაერთებისა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა უწყებებისათვის.
მან მონაწილეობა მიიღო კორენოვსკში სამხედრო საჰაერო ბაზის მოდერნიზაციაში, რომელიც გამოიყენეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მდებარე ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
ულიანოვსკის საავტომობილო ქარხანა - UAZ არის რუსული მანქანების მწარმოებელი. იგი აწვდის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს მანქანებს, რომლებიც გამოიყენებოდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს.
სს „ვოენტელეკომი“ - არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი. რუსეთის მთავრობამ იგი ფედერალური მნიშვნელობის კომპანიად აღიარა.
ახორციელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის, სამხედრო საკომუნიკაციო აღჭურვილობის, საკომუნიკაციო ხაზების და ელექტრონული საომარი ტექნიკის მოვლა-შეკეთებას, მათ შორის, უკანონოდ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე. მან შეიმუშავა ერთიანი ავტომატური ციფრული კომუნიკაციის სისტემა რუსული არმიისთვის.
„ვოენტორგი“ - არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი. ის უზრუნველყოფს კვების და სამრეცხაო მომსახურებას, ასევე სამხედრო ფორმას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისათვის. გარდა ამისა, მისმა შვილობილმა კომპანიამ Voentorg Retail-მა გაყიდა „რუსული არმიის“ მაისურები სამხედრო სიმბოლოთი „Z“, რომელიც გამოიყენებოდა რუსული პროპაგანდის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ხელშეწყობისთვის.
შპს „ვოენტექსტილპრომი“ - აწარმოებს ტანსაცმელს რუსეთის მთავრობის საჭიროებისთვის. მან ასევე მიაწოდა ტანსაცმელი რუს სამხედროებს. ის აწარმოებს რუსეთის ეროვნული გვარდიის საველე ფორმას და პერანგებს რუსეთის საზღვაო ძალების და რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებისთვის.
შპს Independent Insurance Group-ი - ეს არის რუსული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების დამზღვევი კომპანია, რომელიც შედის იმ მზღვეველთა სიაში, რომლებიც ახორციელებენ სადაზღვევო მომსახურებას სამხედრო ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისთვის.
ის თანამშრომლობს და აზღვევს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, განსაკუთრებით სამხედრო და თავდაცვის სექტორში.
შპს Independence Insurance Group-ი იყო რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კონგლომერატის Rostec-ის რისკის მთავარი დამზღვევი. კომპანია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის „არმია 2022“-ის სპონსორებსა და მონაწილეებს შორისაა.
„KAMAZ“-ი - რუსული დეველოპერი და მანქანებისა და სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი. მან აწარმოა KAMAZ-5350, KAMAZ-6350, KAMAZ-6560 მანქანები, რომლებსაც იყენებდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული სამხედრო აგრესიის დროს.
სს „Kronshtadt ტექნოლოჯი“ - რუსული სამხედრო კონტრაქტორი, რომელიც ავითარებს და აწარმოებს აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას და ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სწორედ „კრონშტადტ ტექნოლოჯის“ მიერ წარმოებული Orion-ის უპილოტო დრონები გამოიყენეს.
შპს Tatneft-Neftekhim-ი - კომპანია, რომელიც კოორდინაციას უწევს Tatneft-ის დაქვემდებარებული საბურავების კომპანიებს - KAMA-ს, Nizhnekamskshina-სა და Nizhnekamsk All-Steel Tire Plant-ს.
ის აერთიანებს Tatneft-ის საბურავების ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა საწარმოს და მართავს მათ წარმოებას, დაგეგმვის პროცესებს, ბიზნესოპერაციებს, ადამიანურ რესურსებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას.
ნიჟნეკამსკის ფოლადის საბურავების ქარხანა - აწარმოებს მთლიანად ფოლადის საბურავებს. ეს არის Tatneft-ის დაქვემდებარებული კომპანია. მისი პროდუქცია მიეწოდება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს. ის აწარმოებს KAMA NU402 საბურავებს, რომლებიც დამონტაჟებულია ქვეითთა მობილურ მანქანებზე, რომლებიც ატარებენ მოძრავ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Kornet-ებს.
Nizhnekamskshina - რუსეთის წამყვანი საბურავების მწარმოებელი. ეს არის Tatneft-ის დაქვემდებარებული კომპანია. ის აწარმოებს საბურავებს KAMA და Viatti ბრენდებით. მის პროდუქტებში შედის ორმაგი დანიშნულების და სამხედრო საბურავები, რომლებიც მიეწოდება რუსეთის მთავრობას. ის აწარმოებს K4386 Typhoon-VDV ჯავშანმანქანებზე დამონტაჟებულ საბურავებს.
KAMA - Tatneft-ის საბურავების ბიზნესპროდუქციის გენერალური დისტრიბუტორი. ის აწვდის საბურავებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიას.
BLMZ-ი - ქარხანა, რომელიც აწვდის მასალებს, რომლებიც გამოიყენება იარაღის წარმოებისთვის, რუს სამხედრო აღჭურვილობის პროვაიდერებს, რომლებიც სანქცირებული იყო ევროკავშირის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით.
„რემდიზელი“ - აწარმოებს Typhoon K-63968 ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს, რომლებსაც იყენებდნენ რუსები უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში.
სს „სუხოი“ - რუსული თვითმფრინავების მწარმოებელი. რუსეთი სწორედ „სუხოის“ მიერ წარმოებულ საბრძოლო თვითმფრინავებს იყენებდა.
სს 121 თვითმფრინავის სარემონტო ქარხანა - ახორციელებს Su-25, Su-27 და MiG-29 თვითმფრინავების შეკეთებას. ეს არის ერთადერთი საწარმო რუსეთში, რომელიც ერთდროულად ახორციელებს Su-25 თვითმფრინავების რემონტს და განახლებას Su-25 SM ვერსიამდე.